ავთანდილ ოსეფაიშვილი: "ქუთაისში არცერთი საარჩევნო უბანი არ დახურულა"
17:00 საათის
მდგომარეობით, ქუთაისის #59–ე საარჩევნო ოლქში მხოლოდ ერთი საჩივარია შესული. საჩივარი ქუთაისის #87–ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს ეხება, როდესაც დამკვირვებლების თქმით, 6 ბიულეტენი საარჩევნო ყუთში თავმჯდომარის ხელმოწერის გარეშე ჩავარდა.
მისივე განმარტებით, ქუთაისში 17:00 საათის მდგომარეობით, არცერთი საარჩევნო უბანი არ დახურულა და ყველა ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო უბნების გაუქმებასა და დახურვას ეხება, მცდარია.
რაც შეეხება კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიაში უსაფრთხოების ზომებს, ბიულტენების მიტანის პროცესში საოლქო კომისიაში დაცვის 4 თანამშრომელი უზრუნველყოფს.
ისინი უკვე გამოცხადდნენ საოლქო სარჩევნო კომისიაში.
"ორი დადგება ქვემოთ და ორიც შენობაში, რომ საარჩევნო ყუთების შემოსვლის დროს დაცული იყოს უსაფრთხოება და წესრიგი და არ იყოს ქაოსი," – აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი. მისივე თქმით, ასევე, უკვე ამობეჭდილია რიგითი ნომრები, რომლებიც კენჭისყრის დასრულების შემდეგ საოლქო კომისიაში მისულ საუბნო კომისიების წარმომადგენლებს მიენიჭებათ.
ავტორი: თეა ზიბზიბაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა