|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

107–ე საარჩევნო უბანზე მისულ მამა–შვილს მათი პირადი ნომრით ხმა მიცემული დახვდათ [Video]

ქუთაისის 107–ე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ მამა–შვილს მათი პირადი ნომრის გასწვრივ სიაში ხელმოწერა დახვდათ. მერაბ და გვანცა გვაზავებმა აღნიშნულის გამო ხმის მიცემა ვეღარ შეძლეს.

მერაბ გვაზავა, რომელიც ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორია, აცხადებს, რომ როდესაც კომისიის წევრმა მისი პირადი ნომერი შეიყვანა, აღნიშნული მონაცემებით ხმა უკვე მიცემული იყო, თუმცა ხელმოწერა სხვა სახელით და გვარით იყო გაკეთებული. ანალოგიური მოხდა მისი შვილის შემთხვევაშიც.
"ბოდიში მომიხადეს, თვითონაც შეწუხდნენ და კომისიის წევრს დააბრალეს რაც მოხდა. მითხრეს ამას ახლა არაფერი უშველისო და ხმას ვეღარ მისცემთო. შემდეგ გამომიტანეს გარდაცვლილთა სია, სადაც მე აღმოვჩნდი რეგისტრირებული" – აცხადებს მერაბ გვაზავა.
მივივე თქმით, ძალიან ბევრი ყოფილი მეზობელი, რომლებიც ახლა ისრაელში ცხოვბრობენ, სიაში აღმოაჩინა.
"თუ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვროთ, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის და შეხედულების თავისუფლად გამოხატვის საშუალება. ჩვენი უფლებები ამ შემთხვევაში შეილახა," – აცხადებს გვანცა გვაზავა.


ავტორი: სოფო ბობოხიძე