|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სამართლიანი არჩევნები“ ქუთაისის საოლქო კომისიას 127–ე უბნის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებს ამ წუთებში ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეაქვთ. ისინი #127–ე საარჩევნო უბნის გაუქმებას ითხოვენ.

მოთხოვნის მიზეზი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ უბანზე დაფიქსირებული დარღვეაა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო ყუთზე არსებული ლუქის ნომერი არ ემთხვევა მიღება–ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ნომერს.

საოლქო კომისიაში საჩივირის წარდგენამდე „სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივრით უკვე მიმათა 127–ე საარჩევნო უბნის კომისიას. თავდაპირვლად ორგანიზაცია კეჭისყრის პროცესის შეჩერებას, საუბნო კომისის თავმჯდომარის პასუხისმგებლობასა და კენჭისყრის შედეგების ბათილობას ითხოვდა. საუბნო კომისიამ აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელა, თუმცა საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე