ავთანდილ ოსეფაიშვილი: „საოლქო კომისიაში მუშაობა მშვიდ გარეოში მიმდინარეობს“
ქუთაისის
#59–ე საოლქო საარჩევნო კომისიაში უარყოვენ ინფორმაციას, რომ ადგილი აქვს დაპირისპირებას
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და კომისის წევრებს შორის. საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი აცხადებს, რომ საოლქოში მუშაობა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„საინფორმაციო
სააგენტოებში გაიპარა შეცდომა, რომ თითქოს მუშაობაში ხელს გვიშლიან. ჩვენთან არანაირ ხელშეშლას არ ჰქონია ადგილი. ოქმების
შეჯამება მშვიდ გარემოში მიმდინარეობს,“ – განმარტავს ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ინფორმაცია
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან საოლქო კომისიებში მუშაობის ხელშეშლის
თაობაზე დღეს ქართულ საინფორმაციო საშუალებეში გავრცელდა. სადაც ჩიორა თაქთაქიშვილი
აცხადებდა. რომ კოალიციის წევრები საოლქოების მუშაობას ხელს უშლიან, მათ შორის დასახელებული
იყო ქუთაისის #59–ე საოლქო საარჩევნო კომისია.
ქუთაისის
საოლქო საარჩევნო კომისიაში ნახევარ საათში (17:00 საათი) საჩივრების განხილვა განახლდება.
ავტორი: თეკლა მორგოშია