|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ოცნება“ თერჯოლის 34–ე საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს

თერჯოლაში #34 სპეც საარჩევნო უბნის გაუქმებას ითხოვს „ქართული ოცნების“ თერჯოლის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაალ გოგსაძე. რადგან მისი განცხადებით აღნიშნულ უბანზე ხმის მისაცემად სხვა რეგიონების ამომრჩევლები მიიყვანეს.

შედეგების მიხედვით, #34–ე საარჩევნო უბანში ხმების 48.78%–ით „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ბუცხრიკიძე ლიდერობს, „ოცნების" კანდიდატს ხმების 45.45% აქვს მიღებული.

ამ წუთებში თერჯოლის #49–ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან პოლიციაა მობილიზებული. კომიასში სხდომა მიმდინაროებს, რომელსაც ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრება.

თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარინა კოღუაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებმა თერჯოლის #34–ე უბანზე ჩაიარაა ანონის სრული დაცვით და  არავითარ დარღვევას ადგილი არ ქონია.

არჩევნების დროს ვინ რა უბანზე მიცემს ხმას ამას წყვიტავს ანონი და არა კომისია. ოცნების ხალხი მოითხოვს ხმების გაუმებას მორალზე დაყრდნობით, მაგრამ მე ვაპირ რომ ყველაფერი მოხდეს კანონიერად. ტარდება კომისიის სხდომა და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ იმ შედეგით დასრულდება,“ – ამბობს კომისიის თავმჯდომარე. 

ავტორი: სოფო ბობოხიძე