თერჯოლაში "ქართული ოცნების" წევრებმა საოლქო კომისიაში შეჭრა სცადეს
ამ წუთებში, თერჯოლის #49–ე საოლქო საარჩევნო კომისიაში "ქართული ოცნების" წევრებმა შენობაში შეჭრა სცადეს, მაგრმა ისინი სამართალდამცავებმა შეაჩერეს.
თერჯოლაში #34 სპეც საარჩევნო უბნის გაუქმებას „ქართული ოცნების“ თერჯოლის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაალ გოგსაძე ითხოვს. რადგან მისი განცხადებით, აღნიშნულ უბანზე ხმის მისაცემად სხვა რეგიონების ამომრჩევლები მიიყვანეს.
შედეგების მიხედვით, #34–ე საარჩევნო უბანში ხმების 48.78%–ით „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ბუცხრიკიძე ლიდერობს, „ოცნების" კანდიდატს ხმების 45.45% აქვს მიღებული.
ამ წუთებში თერჯილის #49–ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან სპეცრაზმია მობილიზებული.
ავტორი: სოფო ბობოხიძე