გიორგი თევდორაძე: "მადლობა იმათაც, ვინც მხარი არ დამიჭირა"
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი თევდორაძე არჩევნების შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. მან მიმართვა მხოლოდ სოციალურ ქსელ fecebook-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მოგესალმებით ჩემო ქუთაისელებო!მე თქვენთან ერთად შევძელი საარჩევნო კამპანია ნორმალურ და მშვიდ ვითარებაში წამემართა. ამაში ბუნებრივია ყველა ჩემი მხარდამჭერის უდიდესი წვლილია. ჩვენ ერთად ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ ვიზრუნოდ ქუთაისის კეთილდღეობისთვის. მადლობა ასევე იმათაც ვინც მხარი არ დამიჭირა. ჩვენ ყველას ქუთაისის სიყვარული გვაერთიანებს, რომელიც გაცილებით მაღალია, ვი
დრე რომელიმე სტატუსი ან მდგომარეობა. მჯერა ქუთაისი ნამდვილი საპარლამენტო ქალაქი იქნება, სადაც ერთი წუთი არ გავატარებ იმ ღირებულების გარეშე, რაც ასე აღელვებს და მოწონს ჩემს ქუთაისელებს. ჩვენი ერთად დგომა დიდი სიკეთეა, რომელსაც ის წარმატებები უნდა დავაშენოდ რაც ასე საციცოცხლოდ ჭირდება ქალაქს. ქუთაისი ხომ მარტო გეოგრაფიული განსაზღვრება არ არის ჩვენთვის. იგი ხომ ჩვენსავით სუნთქავს, ცხოვრობს, ხარობს, წყინს და განიცდის. მოდი ამაყად ვატაროდ ქუთაისელის სახელი, რომ ხვალ უფრო უკეთესები გავხდეთ.
მარად თქვენი გიორგი თევდორაძე".
მარად თქვენი გიორგი თევდორაძე".
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ყოფილმა მერმა გიორგი თევდორაძემ პარლმანეტში შესვლა მაჟორიტარის მანდატით ვერ შეძლო, რადგან ხმათა უმრავლესობა "ქართული ოცნების" კანდიდატმა გუბაზ სანიკიძემ მიიღო. სამაგიეროდ, თევდორაძე პარლამენტში პარტიული სიით შევა, სადაც რიგით მე–5 ადგილი უჭირავს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა