ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია ორი უბნის შედეგებს თავიდან ითვლის
დღეს, 15:00 საათზე, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია ქუთაისის ორი საარჩევნო უბნის ხმებს თავიდან დაითვლის. საუბარია ქუთაისის #86 და #89–ე საარჩევნო უბნებზე, რომელთა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსია. კერძოდ, ბიულეტენების რაოდენობა მეტია არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაზე.
#89–უბანზე დისბალანსია მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში, სადაც ბიულეტენთა რაოდენობა 15–ით აჭარბებს არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას.
ხოლო #86–ე უბანზე დისბალანსია პროპორციულ შემაჯამებლ ოქმში, სადაც 4–ით მეტი ბიულეტენია დაფიქსირებული.
გარდა აღნიშნული შემაჯამებელი ოქმებისა, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღესვე სხვა ხარვეზიანი შემაჯამებელი ოქმები განიხილა. რომელთაგან ზოგიერთზე ასევე, ბალანსი არ დგებოდა, ზოგან კი შემაჯამებელ ოქმებს არ ქონდათ ბეჭდები.
თუმცა, კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმების განხილვისას აღმოჩნდა, რომ ოქმებზე არსებული დარღვევები ტექნიკური ხარვეზები იყო, რაც ჩანაწერთა წიგნის გახნის შემდეგ დადასტურდა. რის გამოც, ხმების თავიდან გადათვლა აღარ გახდა საჭირო. თუმცა, აღნიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და მდივნებს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, შენიშვნის და გაფრთხილების სახით.
ავტორი: თეა ზიბზიბაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა