ქუთაისის ახალ მერს ანგარიშების წარდგენას სთხოვენ
ქუთაისის
საკრებულოს წევრი „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მამუკა მღვდელაძე ქალაქის
ახლადანიშნულ მერს ბესო ბრეგაძეს მერიის ცხრათვიანი
მუშაობის შესრულების ანგარიშის წარდგენას სთხოვს. ამასთან დაკავშირებით მღვდელაძემ დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა.
„ქალაქის ახლადარჩეული მერი ვალდებულია საკრებულოზე წარმოადგინოს ინფორმაცია ცხათვიანი მუშაობის შესრულების შესახებ. ინფორმაცია უახლოეს ათი დღის
განმავლობაში უნდა იქნეს წარმოდგენილი,
სადაც განსაკუთრებული აქცენტი იქნება
გამახვილებული ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ასევე სოციალურ
დახმარებებზე, რომელიც ჩემის აზრით, მხოლოდ
ერთი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიისათვის იქნება გამოყენებული“, – განაცხადა მამუკა
მღვდელაძემ. მისივე განმარტებით, ქალაქში წინასაარჩევნოდ დაწყებული ინფარასტრუქტურული
პროექტები ამდროისთვის უკვე შეჩერებულია.
მამუკა
მღვდელაძის განმარტებით, ქალაქში მიმდინარე
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავაშირებით არის კითხვები, რომელზეც პასუხები ახლადანიშნულმა
მერმა უნდა გასცეს საზოგადოებას. „მერიის მუშაობის შესახებ ინფომაციების მოწოდება ქალაქის ახალ არჩეულ მერს არ უნდა გაუჭირდეს. რადგან ისიც იგივე გუნდს
წარმოადგენს, რომელსაც მისი წინამორბედი“, –აღნიშნა მღვდელაძემ.
მისივე
თქმით, ეჭვს იწვევს ქალაქის მერიის ბოლო ორი თვის მუშაობა: „ჩემი ინფორმაციით, სოციალური
დახმარების პროგრამა, კერძოდ, „მატერიალაური დახმარების პროგრამა“ უკვე ამოწურულია.
ამიტომაც, აუცილებელია მოგვაწოდონ ინფორმაცია თუ რა თანხა დაიხარჯა და რა სამუშაოები
შესრულდა ამ ცხრა თვის განმავლობაში“, – ამბობს მღვდელაძე.
„ყველასთვის
ხელმისაწვდომია ყველა სახის ინფორმაცია. მათ შორის ის, თუ რა დაიხარჯა ცხრა თვის თუ
ბოლო ორი თვის განმავლობაში. მერიის მუშაობის ანგარიში კანონის დაცვით საკრებულოზე
იქნება წარდგენილი“, – ასე უპასუხა მღვდელაძის
განცხადებას ქუთაისის ხლადანიშნულმა მერმა
ბესო ბრეგაძემ.
შეგახსენებთ,
რომ გუშინ ქუთაისის საკრებულომ ქალაქის ახალი
მერი ბესო ბრეგაძე ხმაურისა და ჩხუბის ფონზე, ყოველგვარი კონკურსის გამოცხადების საფუძველზე დაამტკიცა.
ავტორი: თეკლა მორგოშია