|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ახალ მთავრობას შეუძლია საგარეო ურთიერთობების მოგვარება დაიწყოს"

ქართულ–ოსური ურთიერთობის მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა დღეს ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციის "ქართულ–ოსური ურთიერთობა" ცენტრის  წარმომადენელმა ამირან კაშნაკოვიმ.

"მარტო  ქვეყნის აღმშენებლობა არფერს შეცვლის.  ქვეყნის წინსვლის მთავარი პირიორიტეტი ყველა ხელისუფლების უნდა იყოს საგარეო პოლიტიკის სწორად წარმოება. ახალ მთავრობას შეუძლია საგარეო ურთიერთობების მოგვარება დაიწყოს. რადგან,  ამ ხელისუფლებას უხვად აქვს რესურსი,  ქართულ–ოსური  ურთიერთობის მოსაგვარელბად“– განაცხდა  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  ამირან კაშნაკოვიმ. მისივე თქმით, საწყენია რომ წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ ურთიერთობის მოგვარება.

როგორც კაშნაკოვი მიიჩნევს,  მთავარია  პირველ ეტაპზე  დაიწყოს სახალხო დიპლომატიის წარმოება, რის შემდეგაც, კაშნაკოვის აზრით, შესაძლებელი გახდება  ამ ორი მხარის ურთიერთობების გარკვევა მოლაპარაკების  გზით.

"ეს კი არის  პოლიტიკოსების მოსაგვარებელი. თუმცა, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია  შეეცდება რჩევა მისცეს ხელისუფლებას და ურთიერთობის დაწყების გზები გააფართოვოს", – აღნიშნა  არასამთავრობო ორგანიზაცის "ქართულ–ოსური ურთიერთობა" ცენტრის  წარმომადენელმა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია