|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში წყალმომარაგებას ყველაზე პრობლემურ სფეროდ მიიჩნევენ

კომუნალური მეურნეობის საკითხებიდან  ქუთაისში  ყველაზე პრობლემური წყალმომარაგების სფეროა.

წყალმომარაგება პრობლემურ და მომხმარებელთათვის გაურკვეველ სფეროდ ქალაქში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად დაფიქსირდა. მოსახლეობის გამოკითხვა არასამთავრობო ორგანიზაცია „ასამ“ მიმდინარე წლის აგვისტო–სექტემბერში განხორციელა,  პროექტის „დამოუკიდებელი  საინფორმაციო წყარო ქუთაისის კომუნალური მეურნეობის შესახებ“ ფარგლებში.

გამოკითხვა სპეციალური  ანკეტებით მოხდა, სადაც მოსახლეობას კომუნალური მეურნეობის დარგში (ელექტროენერგია, გაზმომარაგება, დასუფთავება, კანალიზაცია, ღვარსადენები და წყალმომარაგება) ყველაზე მოწესრიგებული და პირიქით,  პრობლემური სფერო უნდა გამოევლინა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები  დღეს პროექტის დირექტორმა ზაზა ხელაძემ მედიასაშუალებებს  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გააცნო.

ზაზა  ხელაძის  განმარტებით,  პროექტის ფარგლებში გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ქალაქში ამდრომდე პრობლემური საკითხი  წყალმომარაგებასთან ერთად, ღვარსადენებისა და საკანალიზაციო სისტემების მოუწესრიგებლობაა.

პროექტის „დამოუკიდებელი  საინფორმაციო წყარო ქუთაისის კომუნალური მეურნეობის შესახებ“ ფარგლებში სულ 1125 რესპოდენტი გამოიკითხა. საზოგადოებრივი აზრის დაფიქსირება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ქალაქში არსებული მართვის ტერიტორიული ორგანოებისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის დახმარებით განხორციელდა.

გამოკითხულთა 41%–მა დააფიქსირა, რომ  მათთვის გაურკეველი და მოუწესრიგებელი  მომსახურება კომუნალური მეურნებობის დარგში სწორედ წყალმომარგებაა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის (14%)  ასევე, გაურკვევლი სფერო აღმოჩნდა ღვარსადენები და საკანალიზაციო სისტემები.   შედარებით  მოწესრიგებული სფეროდ  გამოკითხულთა 42%–ის მიერ ქუთაისში  ელექტროენერგიის და გაზმომარაგების სფეროები დასახელდა.

„ასევე,  ჩვენი გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ საზოგადოებას არ აქვს არანაირი ინფორმაცია  კომუნალური მეურნეობის მომსახურებისა და გადასახდების გადახდის შესახებ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ინფორმაციის არ ქონა სხვა მრავალი პრობლემის წინაპირობაა. ამიტომაც, ჩვენი კვლევების ერთიანი თავმოყრა მოხდება სპეციალურ ვებ–გვერდზე, რომელიც მზადების პროცესშია. აღნიშნულ ვებ–გვერზე შესაძლებელი იქნება კომუნალური მეურნეობის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციის მოძიება“, –  განმარტა პროექტის ასისტენტმა მირიან ფხაკაძემ.

პროექტის წარმომადგენლების განმარტებით,  უკვე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიწოდება მოხდება  სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სტრუქტურებისათვის.  „რადგან უნდა ვიზრუნოთ არსებული შესაძლებლოებების მაქსიმალურად მოგვარებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემების მოგვარებაში“, – აღნიშნა  პროექტის დირექტორმა.  

პროექტის „დამოუკიდებელი  საინფორმაციო წყარო ქუთაისის კომუნალური მეურნეობის შესახებ“ ფარგლებში საზოგადოებრივი აზრის ანკეტური გამოკითხვა   ფრიდრიხ ებერტის ფონდთან პარტნიორობით განხორციელდა.

ავტორი: თეკლა მორგოშია