|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულის გამგებლის მიერ პოსტის დატოვებას არ ადასტურებენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამგებლის, თორნიკე ავალიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ავალიშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის აკაკი მაჭავარიანის თქმით, გამგებელი ჩვეულ რეჟიმში იმყოფება და გამგეობაში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა.

„ ეს ინფორმაცია ჩვენამდეც მოვიდა, თუმცა სიმართელს არ შეესაბამება.  ყველა თავის ადგილას რჩება.  გამგებელიც ჯერჯერობით თანამდებობაზეა. დღეს ზესტაფონში საქმეებზე იყო გასული.  ამ ეტაპზე მის მიერ თანამდებობის დატოვების არავითარი გარემოება არ არსებობს,” - ამბობს აკაკი მაჭავარიანი.

თავად გამგებელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. როგორც ხარაგაულის გამგეობაში აცხადებენ, ის არც ადგილზე იმყოფება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მსგავსად,  გამგებლის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

აღსანიშნავია, რომ თორნიკე ავალიშვილი 8 ოქტომბერს, იმერეთის გუბერნატორთან გამართულ თათბირს ესწრებოდა, თუმცა მან სამხარეო ადმინისტრაცია კომენტარის გარეშე დატოვა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე