|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა „ნაციონალებმა“ პედაგოგები და კომისიის წევრები შეკრებაზე დაიბარეს

 ამ წუთებში ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები რესტორან „იმპერიალში“ იკრიბებიან. როგორც newpress.ge-თვის გახდა ცნობილი, პარტიამ დახურულ შეკრებაზე საოლქო კომისიის წევრები, ბაღებისა და საჯარო სკოლების ის მასწავლებლები დაიბარა, რომლებიც საარჩევნო პროცესებში იქნებიან ჩართულნი. „ნაციონალებს“ დღევანდელი შეკრებისთვის რესტორნის სამივე დარბაზი დაკავებული აქვს.

newpress.ge–ის ინფორმაციით, რესტორან „იმპერიალში“ „ნაციონალების“ აქტივისტთა შეკრება 12:00 საათზე იწყება. აქვე ცნობილი ხდება, რომ გასულ დღეებში „ნაციონალებმა“ ერთგულ აქტივისტებს გეგუთში მდებარე რესტორან „ნარჩემაშვილებში“ უმასპინძლეს. გუშინ კი „ნაციოლაური მოძრაობის“ აქტივისტების შეკრება ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პარლამენტის ვიცე–სპიკეტი მიხეილ მაჭავარიანი ესწრებოდა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე