"ნაციონალების" დახურულ შეკრებას ქუთაისში დღესაც მერაბიშვილი ატარებს
ამ წუთებში
ქუთაისში, რესტორან იმპერიალში შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილიც მივიდა. ის დღეს „ნაციონალური
მოძრაობის“ აქტივისტებთან დახურულ შეხვედრას ჩაატრებს.
როგორც newpress.ge-თვის გახდა ცნობილი, პარტიამ დახურულ შეკრებაზე საოლქო კომისიის წევრები, ბაღებისა და საჯარო სკოლების მასწავლებლები
და წერეთლის უნივერსიტების ის თანამშრომლები დაიბარა, რომლებიც საარჩევნო პროცესებში იქნებიან ჩართულნი.
„იმპერიალთან“
ასევე მოვიდნენ ქუთაისის საკრებულოს წევრები, მათ შორის არის ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარე დავით
გოგისვანიძე და საკრებულოს წევრი გია
გოქაძე. შსს მინისტრათან ერთად შეკრებაზე მივიდა იმერეთის გუბერნატორიც ლაშა
მაქაცარია.
„ნაციონალებს“ დღევანდელი შეკრებისთვის რესტორნის სამივე დარბაზი დაკავებული აქვს. შეკრებაზე
მისული პირების ნაწილის განცხადებით, ისინი პირველად იმყოფებიან შეხვედრაზე და
შესაბამისად, განსახილველი საკითხები
მათთვის უცნობია. მეორე ნაწილი კი ამბობს რომ ინფორმაცია მხოლოდ პარტიის აქტივისტებისათვის (კოორდინატორებისა
და მიკრო კოორდინატორებისათვის)
გაიცემა.
„ეს არის
ჩვეულებრივი შეხვედრა. არ ვიცი რაზეა საუბარი. აქ შეკრებილი არიან ჩვეულებრივი
ქუთაისელი მოქალაქეები,“ - ამბობს საკრებულოს დეპუტატის დავით გოგისვანიძე.
„იმპერიალთან“
შეკრებილი პირების თქმით, დახურულ შეხვედრას
ვანო მერაბიშვილი გაუძღვება.
შეგახსენებთ,
რომ შსს მინისტრი „ნაციოლაური მოძრაობის“ აქტივისტების შეკრებას ქუთაისში
გუშინაც ესწრებოდა. 3 მაისს „ნაციონალების“ აქტივისთა შეკრება ქუთაისის
ოპერის თეატრში გაიმართა.
ავტორი: ქრისტინე ქარჩხაძე