|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

newpress.ge–ის ჟურნალისტს "ნაციონალებმა" მათთან მიახლოვება და გადაღება აუკრძალეს

ქუთაისში, რესტორან იმპერიალში მიმდინარე პარტიული შეხვედრიდან გამოსულმა "ნაციონალებმა" newpress.ge–ის ჟურნალისტს თეკლა მორგოშიას ფოტო გადაღება და გარე პერიმეტრზე მოძრაობაც კი აუკრძალეს.

რესტორანში ამ წუთებში „ნაციონალების“ აქტივისტების დახურული შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი უძღვება.

newpress.ge–ის ჟურნალისტი თეკლა მორგოშია რესტორნის გარე ტერიტორიაზე იმყოფება: „გამოვიდა შეხვედრიდან ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დავით გოგისვანიძე და მითხრა: ქუთაისის მერს გია თევდორაძეს აქვს პარტიული, დახურული შეხვედრა მოსახლეობასთან. ამიტომ, არ გვინდა უცხო პირი პერიმეტზე მოგვიახლოვდეს, გარდა ჩვენი გუნდის წევრისა. ძალიან გთხოვთ, პრობლემებს ნუ შეგვიქმნით. ფოტოებს ნუ გადაიღებთ".

გოგისვანიძის მიერ გაფრთხილების შემდეგ, ჟურნალისტთან უცხო პირები მივიდნენ და მისთვის ფოტოაპარატის ჩამორთმევა სცადეს.

„სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მოვიდნენ და მითხრეს, მაჩვენე რა გადაიღეო. აკონტოლებენ ჩემს ყოველ ნაბიჯს," – აცხადებს ჟურნალისტი თეკლა მორგოშია.

 

ავტორი: "ახალი გაზეთი"