|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკა ლატარიამ კომპანიების მართვის უფლება საკუთარ მეუღლეს გადასცა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" კვლევის პასუხად საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია აცხადებს, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო და საკითხი უკვე გამოსწორებულია.

"საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს" მიერ აღმოჩენილი დარღვევა იყო ტექნიკური შეცდომა, რადგან ნახსენები შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოები, 2018 წლის ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას უკვე მინდობით იყო გადაცემული სხვა პირებზე. თუმცა დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იყო წარდგენილი, რაც შეეხება აღნიშნულ ხარვეზს ის 2019 წლის დეკლარაციაში გასწორებულია", - განაცხადეს ქუთაისის საკრებულოში. 

 ქუთაისის საკრებულოში განმარტავენ, რომ გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული დარღვევების გამო საკრებულოს რამდენიმე  წევრმა ჯარიმა გადაიხადა, რის შემდეგაც მათ დარღვევები შეასწორეს. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, მის შემთხვევაში მოხდა, როგორც ქონების დეკლალირება, ასევე წილის გადაფორმება. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ოთხ კომპანიაში მართვის უფლება  მის მეუღლის ხატია სირბილაძის  გადასცა. 

როგორც გამჭვირვალობაში აცხადებენ, გასულ წელს საკრებულოს თავმჯდომარეს დეკლარაციაში არ ქონდა შეტანილი კომპანიები, წელს ეს კომპანიები დეკლარაციაში აისახა, თუმცა მართვის უფლება არ აქვს სხვა პირისათვის გადაცემული. 

"მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და  „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მიხედვით, შპს-ს პარტნიორთა წილის მმართველის შესახებ ინფორმაცია უნდა დარეგისტრირდეს სამეწარმეო რეესტრში, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის განხორციელებული", - განმარტეს ორგანიზაციაში.

"საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიას 2018 წლის სექტემბერში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „ნიკოილი თერჯოლას” 50%, შპს „გიოს” 40%, შპს „ნიკოილი 9”-ის 100% და შპს „ფრეშ ფუდის” 55% მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული"-ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში. 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა