ნიკეას ქუჩის მოსახლეობამ ნაგავსაყრელის შესასვლელი გადაკეტა - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს აგრძელებს. ადგილობრივებმა მუნიციპალური ნაგავსაყრელის შესასვლელი გადაკეტეს. მოსახლეობა დასახლების მიმდებარედ ნაგავსაყრელის არსებობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, მომწამლავი და ტოქსიკური სუნის გამო ადგილზე ცხოვრება შეუძლებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ადგილობრივების თქმით, ვიდრე არ მოხდება ნაგავსაყრელის გადატანა, პროტესტს არ შეწყვეტენ.
ადგილზე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი იმყოფება, მისი თქმით, პრობლემაა ალტერნატიული ადგილის შერჩევა, რადგან ყველგან მოსახლეობა აპროტესტებს.
ადგილზე დიდი რაოდენობით საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებია მობილიზებული.
ავტორი: