"ნიუპრესის" ჟურნალისტი „ტოლერანტობის პრიზი 2015"-ის გამარჯვებულია
22 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში" მედიის განვითარების ფონდის, ილიას უნივერსიტეტის და გაეროს ასოციაციის მედია-კონკურსის „ტოლერანტობის პრიზი 2015"-ის გამარჯვებულები დაასახელეს. 2015 წლის კონკურსზე წარმოდგენილი იყო 42 მონაწილის 79 ნაშრომი - სტატიები, რეპორტაჟები, რადიო გადაცემები, ბლოგები, სიუჟეტები მრავალფეროვნებისა და გენდერის თემაზე.
კონკურსის გამარჯვებულები არიან:
ტოლერანტობის პრიზი ბლოგისთვის მრავალფეროვნების საკითხებზე - თამარ კურატიშვილი, „ნიუპრესი“ - პუბლიკაციისთვის - „ჩემი შვილი არ არსებობს“.
ტოლერანტობის პრიზი ეთნიკური მრავალფეროვნების გაშუქებისთვის - ეკა ქევანიშვილი, რადიო „თავისუფლება“ - რადიო-რეპორტაჟი „საქართველოს იეზიდები“
ტოლერანტობის პრიზი რელიგიური მრავალფეროვნების გაშუქებისთვის - ზურაბ ვარდიაშვილი და გიორგი ჭეიშვილი - ჟურნალი ლიბერალი - სტატია „ხეობა ჩრდილში“
ტოლერანტობის პრიზი ლგბტ პირების თემების გაშუქებისთვის - ფოტოპროექტი გიორგი და გიორგი, ლიბერალი - ფოტოპროექტი „გიორგი და გიორგი“
ტოლერანტობის პრიზი გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქებისთვის - ვიკა ბუკია
საზოგადოებრივი მაუწყებელი -ტელებლოგები „ურჩი ქალები“; „შუშის ჭერი“; „დედობა ბავშვობაში“; გამქრალი გოგონა
ტოლერანტობის პრიზი რეგიონულ მედიას - ანა მოსიაშვილი, რადიო ჰერეთი - რადიობლოგი - „ მინდა ვიცხოვრო საზოგადოებაში, სადაც ბავშვები ბავშვებს არ აჩენენ“
ტოლერანტობის პრიზი ბლოგისთვის მრავალფეროვნების საკითხებზე - თამარ კურატიშვილი, ნიუპრესი - ბლოგი: "ჩემი შვილი არ არსებობს"
ტოლერანტობის პრიზი მრავალფეროვნების საკითხებზე მედია პროდუქციისთვის - გიორგი გვიშიანი, რუსთავი 2 - სიუჟეტი „ქართული ნაციზმი“
ტოლერანტობის სპეციალური პრიზი - ნასტასია არაბული - „ჟურნალი მასწავლებელი“.
საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ელენა ბედველი - ბლუმბერგის კორესპონდენტი კავკასიაში; თამარ გურჩიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბექა მინდიშვილი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი; ნინო რობაქიძე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; რუსუდან გოცირიძე, ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესია; რუსუდან ჭანტურია - საქართველოს გაეროს ასოციაცია; ქეთევან მსხილაძე - მედიის განვითარების ფონდი.
ღონისძიება ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
ავტორი: ნიუპრესი