|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნოდარ ბურდილაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

ონში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნოდარ ბურდილაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს პატიმრობა. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. დაკავებულს ბრალი განძრახ მკვლელობის მცდელობისათვის აქვს წაყენებული. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით გრძელდება. წარდგენილი ბრალდების დადასტურების შემთხვევაში კ.ი.-ს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ნოდარ ბურდილაძეს ჭრილობები ორი სხვადასხვა იარაღით აქვს მიყენებული, შესაბამისად, მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ისინი მეორე პირის დაკავებას ითხოვენ.

ავტორი: ნიუპრესი