ნონა გაფრინდაშვილმა მსჯავრდებულებთან ჭადრაკი ითამაშა
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა.
ნონა გაფრინდაშვილმა მსჯავრდებულებთან შეხვედრისას ჭადრაკი ითამაშა, მათ ქართული ჭადრაკის ისტორია გააცნო და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.
მსოფლიო ჩემპიონმა სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლებს და მოისმინონ მათი საქმიანობის შესახებ.
შეხვედრის დასასრულს მოჭადრაკეს მსჯავრდებულებმა ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს.
შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, ბრალდებულების/მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოცილიზაციის ფარგლებში განხორციელდა.
ავტორი: ნიუპრესი