|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნუ გააქრობთ ქუთაისს ფეხბურთის რუკიდან! - "ევროპა ჩვენი სახლია"

ნუ გააქრობთ ქუთაისს ფეხბურთის რუკიდან!- ამ მოთხოვნით ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. 

ისინი ფეხბურთის ფედერაციას, ქალაქის მერიას და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას მიმართავენ და 2023 წელს დაგეგმილ 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მატჩების ქუთაისში გამართვას ითხოვენ.  

"ნუ გააქრობთ ქუთაისს ფეხბურთის რუკიდან, შეცვალეთ გადაწყვეტილება და ჩემპიონატის მატჩები თბილისის, ბათუმისა და ფოთის გარდა, ქუთაისშიც გაიმართოს. ეს იქნება პანდემიის შემდეგ ეკონომიკური სტიმულირების შანსი ქალაქისათვის. ეს დააბრუნებს ქალაქში ტურისტებს, რასაც აეროპორტი და ქალაქის უნიკალური მდებარეობა შეუწყობს ხელს", - აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.

 შეგახსენებთ, უეფას გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა  და რუმინეთში გაიმართება. 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს.ს

საქართველოში ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის ბათუმშიფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი). ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა ქუთაისი, რაც ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" ღია წერილით გააპროტესტა. 

ავტორი: ნიუპრესი