|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოპოზიცია ქუჩაში მესამე ტურისთვის ემზადება" -სალომე ზურაბიშვილი

ოპოზიცია ქუჩაში მესამე ტურისთვის ემზადება - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მე დესტაბილიზაციას არ განვიხილავ, მაგრამ ოპოზიცია განიხილავს. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ემზადებიან მესამე ტურისთვის ქუჩაში. მგონი, ეს არ არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. საქართველოს ესაჭიროება სტაბილურობა, გაძლიერება, განვითარება. მე ამისთვის მოვდივარ და არა დესტაბილიზაციისთვის. ვისაც ეს სურს, მას არ აქვს ამ ქვეყანაში მომავალი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი