|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ორ ბინას აძლევენ ამის სანაცვლოდ" - მწერალთა სახლის გაყიდვას ეხმაურებიან

ქუთაისში მწერალთა სახლის გაყიდვის თემას საზოგადოების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

"რას არ ამბობენ მწერალთა სახლის გაყიდვასთან დაკავშირებით: „ის, კოლექტივის თავმჯდომარე, ორ ბინას იღებს სამაგიეროდო”...  „ადრეც აპირებდა ამ ადგილის გაყიდვას და რამდენიმე ბიზნესმენსაც საიდუმლოდ ელაპარაკებოდაო...“
„ერთ-ორ მწერალს (ხმა რომ არ ამოეღოთ) ერთოთახიან ბინასაც პირდებოდაო...“ „ასი ათასი დოლარი აიღო ამ ადგილშიო“...
და ამას ლაპარაკობენ მწერალზე... და ამას ლაპარაკობენ მწერლები...- წერს გიზო თავაძე სოციალურ ქსელში. 

"თავმჯდომარის" სახელის ქვეშ, სავარაუდოდ, ქუთაისის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე - თემურ ლანჩავა იგულისხმება,  რომელიც ამავე დროს ქუთაისის მერის მრჩეველია.

  როგორც ლანჩავამ "ნიუპრესთან" საუბარში ადრეც დაადასტურა, შენობის გაყიდვა იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ინვესტორი მწერალთა სახლს ფართის ნაწილს დაუთმობდა. ამგვარი პირობით  შენობა მაისში გაიყიდა და მისი მფლობელი სამშენებლო კომპანია m² გახდა, რომელიც ადგილზე  სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, თუმცა ქუთაისის მერიასთან  დადებული შეთანხმების თანახმად ქალაქის მერიას პირველ სართულზე ფართის ნაწილს გადასცემს, სადაც საკონფერენციო დარბაზი და სამუშაო ოთახევი მოეწყობა. 

"საწუხ არს ესე!.. დღეს, როზა დვალიშვილმა თავის გვერდზე ასეთი რამ დადო: „უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესიაო... ქართული ანდაზაა. ვინც ეს შენობა მიიყვანა ისეთ მდგომარეობამდე, შეგნებულად, რომ იქ არ შეესვლებოდა არც მწერალს და არც სულიერს, შექმნა სრული ქაოსი, გაანადგურა ინფრასტრუქტურა, მოამზადა იმისათვის რომ გასხვისებულიყო, როგორც ხდება ხოლმე, კიდევ კარგი არ დაწვა... მაინტერესებს, რატომ არ თხოვთ პასუხს???!!! მე ვიცი რატომაც, მაგრამ იმედია სხვებიც დაინტერესდებიან... მწერლები მაინც“...
და ამას მოჰყვა, მაგრამ რა მოჰყვა!.. ზოგს ამოვიწერ (უავტოროდ): „მწერლები ფაქტიურად აღარ არიან ქალაქში და თუ ვინმეა (ვინც არის დარჩენილი თქვენც კარგად იცით) იმათ სულ ერთ ადგილას კიდიათ“...
„ნაგვად და ჯართად გადააქციეს კულტურა“...
„ჰო, რაღაც ხელოვნების და კულტურის აკადემიაც არის მანდ დაფუძნებული“...
„მანდ თავის დროზე იყო ბევრი რამ: პარტიის ოფისი, კაფე, დამკრძალავი ბიურო, კბილის კლინიკა“...
„მოკლედ მწერლების გარდა ყველაფრის სახლი იყო“...
„რომელ მწერალს ჰკითხა ვინმემ რამე. საერთოდ, არსებობს კიდევ, მწერალთა კავშირი?“
„ძალიან ცუდი თუ ქუთაისში ერთი მწერალიც აღარ არსებობს, რომელიც ხმას ამოიღებს“...
„სამარცხვინოები“...
„მწერლებს რად უნდათ შენობა?...“
სუყველას ვერ ამოვიწერ. მაგრამ რაც ამოვიწერე, არაა საკმარისი?
ახლა კი ჩემსას ვიტყვი:
მართლაც გულსატკენია ის, რომ მწერლებს აღარ ექნებათ ერთი თავშესაყრელი ალაგი, ერთი კოპწია ეზო, რომელიც შეგნებულად გაავერანეს და ფინალიც სავალალოა!... იმ შენობაში რამდენიმე ოთახი ეჭირა 130 წლის ჟურნალ „განთიადს“, რომლის რედაქციაც უცერემონიოდ დატოვეს შენობის გარეშე, რადგან ეს ჟურნალი ყელზე ადგათ ზოგ-ზოგებს. კიდევ კარგი, რომ ხელისუფლებამ დააბინავა ჟურნალის რედაქცია.
მე მაგ შენობაში 7 წელია არ შევსულვარ და ეს იცის ყველამ, თუ რატომ არ შევდიოდი. რამდენიმე დღის წინათ „განთიადის“ რედაქტორი, ცნობილი მწერალი ავთანდილ ყურაშვილი გაფითრებული მოვიდა სტამბაში: „ისე გაყიდეს შენობა, სიტყვაც არ მითხრესო!..“ ვისაც გულისხმობდა, ყველამ იცის!.. მე პირადად არც მიშველაძის, არც წივწივაძის და მით უფრო, ქუთაისში შექმნილი, რაღაც ალაგობრივი, ღობისძირის აკადემიის წევრი არა ვარ (არც სხვა ცნობილი მწერლები არიან ამათი წევრები), ჰოდა, როგორც თავისუფალ მწერალს (უპარტიოს) არ მაქვს უფლება, თუკი იქნება სადმე ლამაზი ეზო და სახლი მწერალთათვის (და არა მაქინატორებისთვის), შევიდე და ძელსკამზე ჩამოვჯდე კოლეგებთან (ნატურალურ და სინდისიან მწერლებთან).
რას არ ამბობენ მწერალთა სახლის გაყიდვასთან დაკავშირებით: „ის, კოლექტივის თავმჯდომარე, ორ ბინას იღებს სამაგიეროდო”... 
„ადრეც აპირებდა ამ ადგილის გაყიდვას და რამდენიმე ბიზნესმენსაც საიდუმლოდ ელაპარაკებოდაო...“
„ერთ-ორ მწერალს (ხმა რომ არ ამოეღოთ) ერთოთახიან ბინასაც პირდებოდაო...“
„ასი ათასი დოლარი აიღო ამ ადგილშიო“...
და ამას ლაპარაკობენ მწერალზე...
და ამას ლაპარაკობენ მწერლები..."- წერს მწერალი და ქუთაისის მოსწავლე -ახალგაზრდობის პარკის დირექტორი გიზო თავაძე სოციალურ ქსელში. 

 

ამ თემაზე:

 

რატომ გაიყიდა "მწერალთა სახლი" სხვა ობიექტთან ერთად 1 400 640 ლარად?

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა