პაატა ბურჭულაძის კოალიციამ რეგისტრაცია "გირჩის" გარეშე გაიარა
პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურმა კოალიციამ ცესკო-ში განაცხადი "გირჩის" გარეშე შეიტანა. ოფიციალურ დოკუმენტში მხოლოდ სამი სუბიექტი - "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", "ახალი მემარჯვენეები" და გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველოა" მითითებული. გუშინ განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა იყო და ცვლილება ბურჭულაძის კოალიციაში ვეღარ განხორციელდება. "გირჩის" წევრები განმარტავენ, რომ განხეთქილება არ მომხდარა და ეს უბრალოდ ტაქტიკური ნაბიჯია.
"გირჩის" წევრები, ბურჭულაძის პარტიულ სიაში ჩაეწერებიან და საპარლამენტო მანდატებს ასე მიიღებენ. ბლოკში განხეთქილებას არ ადასტურებენ ბურჭულაძის პარტიაშიც.
მამუკა კაციტაძეც ამტკიცებს, რომ 4 პარტიის ერთობა გრძელვადიანია. "ახალი მემარჯვენეებისგან" პაატა ბურჭულაძემ საარჩევნო ნომრად პირველი ნომერი მიიღო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი