პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი უკიდია
ნოტრ დამის შენობა კვამლშია გახვეული. ინფორმაციას მასშტაბური ხანძრის შესახებ ყველა წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალება ავრცელებს.
ვიდეომასალაში ჩანს, რომ შენობის სახურავს ამ დრომდე ცეცხლი უკდია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს შესაძლოა ტაძრის სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.
წლის განმავლობაში ტაძარს 13 მილიონი ტურისტი სტუმრობს, ცოტა ხნის წინ იქ ევაკუაცია გამოცხადდა, მეხანძრეები ღია ტიპის ხანძრის კერას ჯერ ვერ აქრობენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა