პასუხისმგებლობა გარემოს დაბინძურებისათვის
„ნიუპრესი“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი გთავაზობთ განახლებულ რუბრიკას „იცოდე კანონი და იქნები დაცული“.
ამჯერად გთვაზობთ აქტუალურ თემას, რომელიც გარემოს დაბინძურებისათვის განკუთვნილ საქნქციებს უკავშირდება:
2014 წლის 26 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ნარჩნების მართვის კოდექსი, რომელმაც სამართლებრივი საფუძვლები შექმნა ისეთი ღონისძიებების განხორციელებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას (რაც მოიცავს რეციკლირებას და მეორეული ნედლეულის გამოცალკევებას, ნარჩენებიდან ენერგიის აღდგენას, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას). ამავე კოდექსით განისაზღვრა ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებასა და დაბინძურებასთან დაკავშირებული ცალკეული სამართალდარღვევები, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის.
-რას არის ნარჩენი?
-ნარჩენი არის ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს.
-რა არის მუნიციპალური ნარჩენი?
-მუნიციპალურნარჩენებში იგულისხმება საყოფაცხოვრებო ნარჩენები(საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები), აგრეთვე სხვა ნარჩენები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებითა და შემადგენლობით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია.
აკრძალულია!!! აკრძალულია ნარჩენის (ნარჩენების) გარემოში დაგდება (დაყრა), გადაგდება (გადაყრა) ან/და მიტოვება ნარჩენების შეგროვების კონტეინერებისა და ობიექტების გარეთ.
გახსოვდეთ!!! მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება:
- 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით.
- 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა-ნაგებობიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
- 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით.
- 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
- 5 ერთეულიან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდაველოსიპედისსაბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
- 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრიან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
- 2 კ გან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცულობა აღემატება1 მ3-ს) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
- 1 მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
- ისეთი ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, რომელიც 2 მ2 დიდ ფართობს იკავებს (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა) სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრის შემთხვევაში ადგილზე არ შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი (საჯარიმო ქვითარი) ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოფირზე ან/და ფოტო ფირზე, ჯარიმის გადახდა დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
მნიშვნელოვანია!!! პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ დაასუფთაოს მუნიციპალური ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია.
გახსოვდეთ!!!
თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ უკანონოდ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და არასწორად დაგეკისრათ ადმინისტრაციული სახდელი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეგიძლიათგაასაჩივროთ სასამართლოში.
საჩივრის შეტანის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი არ არის გადასახდელი!!!
მოამზადა: გიორგი სანტურიანმა.
ავტორი: ნიუპრესი