|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პენიტენციური სამსახურის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს [R]

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი 
თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და 
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.ყ., 
დამამძიმებელ გარემოებაში 3 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 
მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 
წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, 
წყნეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით 
დაზიანებები მიაყენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ და მოქმედ 
თანამშრომლებს: 1975 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს, 1977 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, 
1985 წელს დაბადებულ ჭ.გ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 
სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს 
და ინტენსიური სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გ.ყ. თბილისში, კრწანისში 
დააკავეს.

პოლიციამ აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი პირი - საგანგებო 
სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული ე.ზ. 
იმავე დღეს, 10 დეკემბერს, ხულიგნობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. მის 
მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას 
ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი