პირველად ფერადკანიანი, ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი დიდ ბრიტანეთში- რიში სუნაკი პრემიერი ხდება.
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ - მინისტრი ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი გახდება.
რიში სუნაკი "კონსერვატიული პარტიის" ახალი ლიდერი გახდა. როგორც მედია წერს, ბრძოლაში ჩართვაზე უარი თქვა თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდონტმა, რომელმაც მხარდაჭერა რიში სუნაკს გამოუცხადა.
მედიის ცნობით, სუნაკი ოფიციალურად პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, ხვალ გახდება.
42 წლის სუნაკი პირველი ფერადკანიანი პირია, რომელიც დიდ ბრიტანეთის პრემიერი გახდება. ის ასევე, ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი იქნება, რომელიც ქვეყანას ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა