პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გასულ წელს
პოლიტიკურმა პარტიებმა 2015 წლის განმავლობაში ჯამურად 12 407 707 ლარის შემოსავალი მიიღეს. როგორც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს, აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი შემოსავალი - 3 251 781 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ მოდის. მეორე ადგილზეა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომლის მიერ 2015 წელს მიღებულმა საბიუჯეტო და კერძო დაფინანსებამ 1 426 227 ლარი შეადგინა.
მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი ირიცხება „გაერთიანებული დემოკრატრიული მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ანგარიშებზე, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში, შესაბამისად, 1 470 484 ლარი და 1 014 739 ლარი მიიღეს.
რაც შეეხება სხვა პარტიების შემოსავლებს, მათი მაჩვენებელი ასე გამოიყურება: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 863 086 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ – 757 437 ლარი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 741 352 ლარი, „კონსერვატიული პარტია“ – 722,672 ლარი, „ეროვნული ფორუმი“ – 721 672 721 352 ლარი, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 660 722 ლარი, „ლეიბორისტული პარტია“ – 610 020 ლარი, „ევროპელი დემოკრატები“-19 000 ლარი „დევნილთა პარტია“ – 56 771 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 35 032 ლარი, „პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის“ – 30 000 ლარი, „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია“ – 14, 120 ლარი, „მემარცხენე ალიანსი“ – 2 255 ლარი, „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 2 936 ლარი, „განახლებული საქართველოსთვის“ – 2 875 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – 1 300 ლარი, „ხალხის პარტია“ – 1 135 ლარი, „რეფორმატორები“ – 1 119 ლარი, „ქართული დასი“ – 861 ლარი, „საქართველოს მშვიდობისთვის“ – 350 ლარი და „უფალია ჩვენი სიმართლე“ – 80 ლარი.
2015 წელს შემოსავალი არ მიუღია „საქართველოს გზას“, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“, „საქართველოს მწვანეთა პარტიას“, „ახალ მემარჯვენეებსა“ და „მშრომელთა სოციალისტურ პარტიას“.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ 2015 წლის განმავლობაში ჯამურად მიღებული 12 407 707 ლარის ოდენობის შემოსავლიდან, 10 678 948 ლარი ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებაა. უფრო კონკრეტულად, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებული შემოსავლიდან 780 944 ლარს საბიუჯეტო შემოსავალი წარმოადგენდა, 78 908 ლარი - მიზნობრივ დაფინანსებას. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული შემოსავლიდან კი საბიუჯეტო შემოსავალი 2 326 351 ლარი იყო, მიზნობრივი დაფინანსება - 532 633 ლარი. სხვა პარტიების მაჩვენებელი, რომლებიც საბიუჯეტო შემოსავალს იღებენ, ასე გამოიყურება: „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“: საბიუჯეტო შემოსავალი 499 019 ლარი, მიზნობრივი დაფინანსება - 177 543 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“: საბიუჯეტო შემოსავალი - 997 032 ლარი, მიზნობრივი დაფინანსება - 473 452ლარი, „პატრიოტთა ალიანსი“: საბიუჯეტო შემოსავალი – 409 562 ლარი, მიზნობრივი დაფინანსება - 236 724 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“, „კონსერვატიული პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“: საბიუჯეტო შემოსავალი- 642 444 – 642 444 ლარი, მიზნობრივი დაფინანსება კი - 78 908 ლარი. საბიუჯეტო შემოსავლის სახით 373 296 ლარი, ხოლო მიზნობრივი დაფინანსების სახით 236 724 ლარი მიიღო „ლეიბორისტულმა პარტიამ“.
ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი