"პოსტერუმ ქუთაისმა" საინფორმაციო ხასიათის აქცია გამართა
არასამთავრობო ორგანიზაციამ "პოსტერუმ ქუთაისი" საინფორმაცია ხასიათის კამპანია მოაწყო. ახალგაზრდებმა კორონა ვირუსთან დაკავშირებით ქალაქის ქუჩებში ბუკლეტები დაარიგეს, რომელზეც დატანილია ინფორმაცია, მოსახლოებამ როგორ უნდა დაიცვას თავი ვირუსისგან.
გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების თქმით, მათი მიზანია, მოახდინონ საზოგადოების ონფორმირებულობა და მიაწოდონ მათ დეტალური ინფორმაცია.
ორგანიზაციის წევრებმა ბუკლეტები მერიაშიც დაარიგეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, ლარის გაუფასურების შესაჩერებლად მეტი ქმედითო ნაბიჯი გადადგან.
ახალგაზრდების თქმით, საინფორმაციო კამპანია სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი