|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

პარლამენტის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. დადგენილების პროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა, 85 ხმით დაამტკიცეს.

პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოში პირველად პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა - მას 300 პირისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა