პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.
ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება.
სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა. ცესკოს მიერ საარჩევნო უბნების 99,92 %-ის დათვლის შედეგებით, არჩევნებში 59,54 %-ით გამარჯვებულის სალომე ზურაბიშვილია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა


14:35
13:33
22:22
14:39
















