პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმერები. დღეს, საბედნიეროდ, ვცხოვრობთ, დემოკრატიულ სახელმწიფოში.
არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს, დამნაშავე დამნაშევედ რჩება, სასჯელისგან თავისუფლებდა და არა დანაშაულისგან. შეწყალება არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას.
არავის ვიწყალებ სხვისი თხოვნით, დაშინებით და ზეწოლით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს მთავრობას უცხოელმა პარტნიორებმა არაერთხელ მიმართეს.
ავტორი: ნიუპრესი