|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პრინციპულად არ ვეთანხმები პარლამენტის გადატანას, მაგრამ ვრჩები გუნდის წევრად"

პრინციპულად არ ვეთანხმები პარლამენტის გადატანას, მაგრამ ვრჩები გუნდის წევრად და ჩვენი გუნდის ერთიანობა ამაშია–განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა პარლამენტის გადატანის თემაზე კომენტირებისას.

მისი თქმით, ქუთაისი იმსახურებს მეტ ყურადღებას და იმედოვნებს, რომ რაიმე ალტერნატიულ პროექტს მიიღებს ქალაქი.

„ვფიქრობ,  ქუთაისი დეცენტრალიზაციის პირობიდან გამომდინარე, ახალი მმართველობის პირობებში მეტ ყურადღებას იმსახურებს, თუ გადავა პარლამენტი, მჭირდება ალტერნატივა მოსახლეობისთვის, რაც შესრულდება, თუნდაც ამ შენობის სხვა მიმართულებით გამოყენება“, –განაცხადა გენდადი მარგველაშვილმა. მისი თქმით, თავის პოზიციას სხდომაზეც გააჟღერებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ამ თემაზე საუბრისას გენადი მაგველაშვილი, ისევე როგორც ქუთაისის სხვა დეპუტატები აცხადებდნენ, რომ პარლამენტის გადატანის საკითხთან დაკავშირებით მათი პოზიცია მკაცრი იქნებოდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი