|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრომეთეს მღვიმე ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილზეა

 ვიზიტორთა რაოდენობით პრომეთეს მღვიმე პირვველ ადგილზეა - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით,  2019 წლის 5 თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ დაცულ ტერიტორიებს: პრომეთეს მღვიმე, თბილისის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი. 

 იმავე ინფორმაციის თანახმად,  მაისის თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და 225 596 შეადგინა.  მათ შორის,  37%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა. 

2019 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე 46 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლებზეც 6 690 000 ლარი დაიხარჯება. ამათგან უკვე დასრულდა ოკაცეს კანიონის და სათაფლიას აღკვეთილის რეაბილიტაცია. თოკების პარკი მოეწყო მტირალასა და ალგეთის ეროვნულ პარკებში. საგამოფენო სივრცე მოეწყო ალგეთისა და ვაშლოვანის ეროვნული პარკების ადმინისტრაციებში.

უკვე მიმდინარეობს სამუშაოები მარტვილის კანიონზე, სადაც რეაბილიტაცია უტარდება არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. იცვლება პრომეთეს მღვიმეში განათებისა და აუდიო სისტემა. ოკაცეს ჩანჩქერზე კი მონტაჟდება ზიპ-ლაინი.

 

ავტორი: ნიუპრესი