|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქაბულის აეროპორტთან ხალხის მასაში ჭყლეტვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტის სიახლოვეს, ხალხის მასაში ქაოსის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა - ისინი „თალიბებს“ გაურბოდნენ. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე არსებული პირობები კვლავაც მძიმეა. თუმცა, ყველაფერს აკეთებენ, რათა ვითარება უსაფრთხო და საიმედო იყოს.

„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ბრიტანელი სამხედროები აეროპორტის საზღვართან იმყოფებიან და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებსა და ავღანელებს, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში შესვლის უფლება აქვს, ევაკუაციაში ეხმარებიან.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის აეროპორტი 48 საათით იკეტება, მაშინ როდესაც, შენობასთან ქვეყნის დასატოვებლად ათასობით ადამიანია შეკრებილი.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.36%
გაუარესდა - 49.09%
არ შეცვლილა - 14.55%
სულ - 55 ხმა