|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქალაქ ქუთაისში ამჟამად 64 060 ადამიანი, ანუ 10 541 ოჯახი ცხოვრობს"

ქალაქ ქუთაისში ამჟამად 64, 060  სული ადამიანი, ანუ 10, 054 ოჯახი ცხოვრობს- წერდა 100 წლის წინ ქუთაისში გამომავალი გაზეთი "ჩვენი ქვეყანა". 

ცნობა უტყუარი იყო, რადგან ის ქალაქის სასურსატო კომიტეტების სტატისტიკურ გამოვლევას ეფუძნება. "იმის მიხედვით, თუ შაქრისა დაპურის რამდენი ბარათი არის გაცემული, ქალაქ ქუთაისში ამჯამად ყოფილა 64 000 სული ადამიანი, ანუ, 10, 541 ოჯახი.  რაიონებში მცხოვრებთა რიცხვი ამნაირად დანაწილდება: ცენტრალურ რაიონში- 12, 647 სული, სამთო უბანში- 21, 389, წყალგაღმა რაიონში -38, 024 სული", -წერს გაზეთი.

1926 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა გაცილებით ნაკლებს - 45 754 ადამიანს შეადგენდა.

 საბჭოთა პერიოდში ქუთაისის მოსახლეობამ 250 ათასს მიაღწია, რამდენიმე წლის წინ ქუთაისმა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ საქართველოს მეორე ქალაქის სტატუსი დაკარგა და მას ბათუმმა, 153 ათასი მცხოვრებით, გადაუსწრო. 

100 წლის შემდეგ ქუთაისის მოსახლეობა დაახლოებით 147 ათასი ადამიანს შეადგენს, თუმცა გაცილებით დიდია ამომრჩევლის რაოდენობა და ის 153 ათასს აღემატება, რასაც ემიგრაციაში მყოფი ადამიანების მრავალრიცხოვნობით ხსნიან.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა