|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალი, რომელიც იტალიიდან ქმრის გასვენებაში ჩამოვიდა, კარანტინში გადაიყვანეს

ხარაგაულის სოფელ ხუნევში მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაცია დაარღვია,  კარანტინში გადაიყვანეს. იტალიიდან დაბრუნებული ქალი, რომელიც ქმრის გასვენებაში ჩამოვიდა, წყალტუბოში წაიყვანეს.

ოჯახში ჯანდაცვისა და პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ქალმა გადაყვანაზე უარი არ უთქვამს და კარანტინში გადაყვანა მისი თანხმობით მოხდა.

იტალიიდან ჩამოსული ქალის  სოფლიდან გაყვანა ადგილობრივებმა  ახალი ვირუსის სათრთხის გამო მოითხოვეს.

ჯანდაცვის წარმომადგენლის განცხადებით, ქალის კარანტინში გადაყვანა მის მიერ   თვითიზოლაციის დაარღვევას უკავშირდება. 

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 12 ადამიანია გადაყვანილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა