ქალთა მარში საფრანგეთში [PHOTO]
კვირას, 20 იანვარს, ეიფელის კოშკთან 200-მდე ქალი შეიკრიბა, საიდანაც პარიზის ქუჩებში მსვლელობა გაიმართა. ამით ქალები უერთდებიან ყვითელჟილეტიანების აქციას.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ეკონომიკური პრობლემები ქალებისათვის გაცილებით მწვავეა, განსაკუთრებით ეს მარტოხელა ქალებისათვისაა საგრძნობი.
ქალთა მარში იქნება ორგანიზებული მთელი საფრანგეთის მასშტაბთ.
„ყვითელი ჟილეტების“ აქცია პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში ყოველ შაბათს იმართება. „ყვითელი ჟილეტების“ მასშტაბური საპროტესტო აქციები საფრანგეთში გასული წლის 17 ნოემბერს საწვავზე გადასახადის გაზრდის გაუქმების მოთხოვნით დაიწყო. შემდგომში აქციის მონაწილეები ემანუელ მაკრონის სოციალურ პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
ეკა ლელაძე "ნიუპრესისათვის" პარიზიდან
ავტორი: ნიუპრესი