ქართული „ჩირკოლადი“ ევროპის ბაზარზე გავა
„ჩირკოლადი“ ეკოლოგიურად სუფთა ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც უკვე მესამე წელია რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს.
კომპანიის პროდუქცია იმითაა განსაკუთრებული, რომ ის აწარმოებს გემრიელ ტკბილეულს, რომელიც ემულგატორებს არ შეიცავენ. თუმცა, შოკოლადში ამოვლებული ჩირის შენახვის ვადა არც ისე ხანგრძლივია.
კომპანიამ საქართველოში ჰოლანდიელი ინსტრუქტორი მოიწვია, რომლის დახმარებითაც „ჩირკოლადი“ ევროპის ბაზარზე გავა.
„ჩვენ მოვიწვიეთ ჰოლანდიელი ინსტრუქტორი, რომელიც წარმოებაში და ევროპის ბაზარზე გაყვანაში დაგვეხმარება. პირველ ეტაპზე რაც ნახა, ყველაფერი მოეწონა და კონსულტაციები გაგვიწია. მაისში ისევ აპირებს ჩამოსვლას, ევროპის ბაზარზე გასვლას დრო დასჭირდება, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ“ - განაცხადა „ჩირკოლადის“ დამფუძნებელმა გოჩა კუპრეიშვილმა.
„ჩირკოლადის” საწარმო დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ბაღდათში მდებარეობს. კომპანია ჩირის დასამზადებლად საჭირო ნაყოფს ადგილობრივი გლეხებისგან იღებს. „ჩირკოლადი“ უახლოეს მომავალში წარმოების გაფართოებასაც გეგმავს.
BPN.
ავტორი: