|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ოცნება“ ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმებას გეგმავს

„ქართული ოცნების“ შემდეგი ნაბიჯი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმებაა.  „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება. მისი დაკომპლექტება სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლითა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით ხდება. „საარჩევნო კოდექსის" თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი ცესკოს წარუდგენს რეკომენდაციებს დავების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. აღნიშნულ ჯგუფს ცესკოს დადგენილებით შეიძლება დამატებითი ფუნქციები მიენიჭოს - კერძოდ, კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესზე დაკვირვება.

მმართველმა გუნდმა ჩათვალა, რომ ამ ჯგუფის არსებობა მას აღარ სჭირდება.  

„ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას არსებული პრაქტიკული გამოცდილება ადასტურებს, რომელმაც წარმოაჩინა, რომ ეს ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული", - განმარტავენ პროექტის ინიციატორები.

 

ავტორი: ნიუპრესი