|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" 40 პროცენტიანი ცდომილება"-ქუთაისის შტაბიდან ფარული ჩანაწერი გავრცელდა

"ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბის ფარული ჩანაწერი გავრცელდა, საიდანაც ირკვევა, რომ „ოცნებას“ რეგისტრირებულ მხარდამჭერებსა და რეალურად მიღებულ ხმებს შორის 40%-იანი ცდომილება აქვს. 

ჩანაწერის მიხედვით, ის, ვინც მმართველ პარტიას ჰპირდება, რომ ხმას მისცემს, რეალურად კაბინაში შესვლისას ოპოზიციას ხაზავდა. ინფორმაცია "კურიერმა" გაავრცელა.

აუდიოჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ ზურაბ მარგველაშვილი, რომელიც იყო ქუთაისის მერის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი იყო, შტაბში ხვდება საარჩევნო კომისიებში „ოცნების“ წარმომადგენლებს და ერთგვარ ინსტრუქტაჟს აძლევს მათ, თუ როგორ უნდა გააკონტროლონ მხარდამჭერები.

„შეიძლება 100-პროცენტიანი შემოწმება არ მქონდეს, მაგრამ 90-პროცენტიანი ხომ მექნება. თქვენ რომ მე სიას მაძლევთ, 4,6 და8 მოვიდაო, ამის სამაგიდო სიას ვაძლევ შიგნით, ვინც ნახულობს ხელი მოწერილი აქვს თუ არა იმ ამომრჩეველს. იმან რა შემოხაზა არ ვიცით, 5-იანი შემოხაზა თუ რა ჰქონდა, მაგრამ შიგნით შევიდა თუ არ შემოვიდა, ანუ შენ რა გაქვს მე მეუბნები, შევიდაო, იმას გიმოწმებ შევიდა თუ არა, გააკონტროლებს იმიტომ, რომ სხვა ვარიანტი არ არსებობს. იმხელა ცდომილებებია, რომ ახლა აქ რო იყოს 5-6 პროცენტიანი, მაგრამ 40-პროცენტიანი ცდომილება რომ არის, იქ არ შეიძლება მაგხელა ტყუილი იყოს იმათგან. რაღაც ხდება რა და არ არის თან პირველი შემთხვევა, წინა არჩევნებზეც ასეთი ცდომილება იყო, იმის წინაზეც ასეთი, იმიტომ, რომ სწორი აღრიცხვა არ ხდება,“ - ისმის აუდიოჩანაწერში.

ფარულ ჩანაწერი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა გაასაჯაროვა.

ჩანაწერის მიხედვით, ზურაბ მარგველაშვილი ამბობს, რომ სრული მობილიზება უნდა გაკეთდეს და ყველა ის ამომრჩეველი უნდა მიიყვანონ უბანზე, ვინც იმ დროისთვის არ იქნება გამოცხადებული. ამისთვის კი მარგველაშვილის თქმით, მანქანებია მობილიზებული, რომელშიც მძღოლთან ერთად ისეთი ადამიანები ისხდებიან, ვისაც ხალხის მობილიზება შეეძლება, მაგალითად, მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, ან უბნის დეპუტატი.

ამავე ფარულ ჩანაწერში, ზურაბ მარგველაშვილი საუბრობს იმ სიებზე, რომელიც ექნებათ კოორდინატორებს, იმისთვის, რომ გააკონტროლონ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, ამავდროულად, ის ამბობს იმასაც, რომ უბნების გარეთ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაამხილონ, რომ ისინი მმართველი პარტიის მიერ არიან დანიშნული, რომ ისინი „ოცნებისგან“ ხელფასს იღებენ.

მარგველაშვილის თქმით, სიები მათ არავის არ უნდა აჩვენონ, ვინაიდან პერსონალური მონაცემების გასაჯაროება კანონდარღვევაა. 

გავრცელებულ ჩანაწერთდან დაკავშირებით საპასუხოდ "ნიუპრესი" ზურაბ მარგველაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით მოგვიანებით გვიპასუხებს.

ავტორი: ნიუპრესი