|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში 325 ე.წ. კანონიერი ქურდია აღრიცხული

შს სამინისტროს ქართული წარმომავლობის 325 ე.წ. კანონიერი ქურდი ჰყავს აღრიცხული.   შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, მათი მცირე ნაწილი საქართველოში, საპყრობილეებში იმყოფება, ხოლო დიდი ნაწილი არის პოსტსაბჭოთა სივრცეში და ევროკავშირის ქვეყნებში.

„ორგანიზებული დანაშაული საქართველოში არის მინიმალურ დონეზე. ყველა შეფასებით, დანაშაულის სტატისტიკით, იმ სტანდარტებით რაც არის ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენთან ორგანიზებული დანაშაული არის მინიმალურ დონეზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხუციშვილმა.
შს მინისტრის მოადგილემ დღეს პარლამენტის ორ კომიტეტს რატიფიცირებისთვის საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის გაფორმებული შეთანხმება წარუდგინა. კომიტეტებმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა