|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნინო ანანიაშვილი მესხიშვილის თეატრში სეზონის გახსნას დაესწრება

ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის სეზონის გახსნას მეუღლესთან, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატთან გრიგოლ ვაშაძესთან ერთად დაესწრება. 

პრიმა-ბალერინა ქუთაისს მეუღლის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ესტუმრა. ის უკვე იმყოფებოდა პარტიის ოფისში და  ქუთაისის ქუჩებში ადგილობრივებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

შეგახსენებთ, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დღეს 133-ე თეატრალურ სეზონს ხსნის. სეზონი გიორგი სიხარულიძის სპექტაკლით "უბედურება" გაიხსნება.



ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა