ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს
ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ მერაბ კოსტავას სკვერში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.
35 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. გამორჩეული თარიღია საქართველოს ისტორიაში - ტრაგიკულიც და ამაღლებულიც. ამ დღემ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და სიმბოლური იყო, რომ სწორედ 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. მათი გმირობის და თავგანწირვის მაგალითზე თაობები გაიზარდა საქართველოში, რომლებიც დღეს ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანას აშენებენ",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა