|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუჩის ნარკოტესტირების წესი შეიცვალა

ქუჩის ნარკოტესტირების წესი შეიცვალა. ახალი რეგულაციის თანახმად დადგინდა, რომ პატრულს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება პირის გადაყვანა ნარკოტესტირებაზე, თუკი მას უფიქსირდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ან რაიმე სხვა ტიპის დანაშაული.

წესის შეცვლის ინიციატორი პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე იყო. სწორედ მან მიმათა შს-ს მინისტრს საკითხის გადახედვის თხოვნით.

"ქუჩის ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით ნამდვილად მქონდა შენიშვნა, რადგან სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტესტირებაზე გადაყვანილი პირების 70%-ს არ უფიქსირდებოდათ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი. ეს, ერთი მხრივ, მოქალაქის უფლებების შელახვა და შეურაცხმყოფელი იყო, ხოლო მეორე მხრივ, ბიუჯეტიდან მეტი ფინანსები გადიოდა. ამიტომ, ვთხოვე შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეემუშავებინათ კონკრეტული კრიტერიუმები და რეგულაციები, თუ რა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი პირის გადაყვანა ნარკოტესტირებაზე. 2015 წლის 30 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ეს წესები შეიცვალა. მსურს მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის გამო, რომ მათ გაითვალისწინეს შენიშვნა და დადგინდა, პოლიციას, პატრულს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება პირის გადაყვანა ნარკოტესტირებაზე, თუკი მას უფიქსირდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ან რაიმე სხვა ტიპის დანაშაული", - წერს ხუნდაძე.

ავტორი: