|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ბოლო დღეებში 10 პირი დააკავეს, „კანონიერ ქურდ“ მინდია ლავასოღლის კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 


უწყების ინფორმაციით,  ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით საქართველოში 20-მდე პირია დაკავებული. ასევე, ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი -  საქართველოს 119 მოქალაქე და 9 „კანონიერი ქურდი“.

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდობისთვის“ სასჯელი გამკაცრდა, ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული გახდა.

ავტორი: ნიუპრესი