|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა მოსწავლეებმა 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადეს

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებმა 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადეს.

ლუკა სირაძის თანატოლებმა ახალგაზრდული ცენტრის კედელზე წარწერა “ამ ცხოვრების დედაც” გააკეთეს და შენობასთან სანთლები დაანთეს.

“თითოეული ეს სიტყვა ჩვენს ტკივილს გამოხატავს. ვუსამძიმრებთ ლუკას ოჯახს. სანთლებით ჩვენი თანაგრძნობა და გლოვა გამოვხატეთ. გავაკეთეთ წარწერაც, რომელიც ლუკამ სკოლის კედელზე დატოვა,”-განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლემ, სოფო ილურიძემ.

ლუკა სირაძე პოლიციის ზეწოლის შემდეგ 11 დეკემბერს თვითმკვლელობის მიზნით 9 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, 6 დღის შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა