|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბანერებზე სხვადასხვა პროფესიის ქალების ფოტოები განთავსდა

„ქუთაისი გენდერული თანასწორობისთვის“- ამ დევიზით ქუთაისის მუნიციპალიტეტმა ახალი კამპანია დაიწყო.

კამპანიის იდეის გათვალისწინებით, შეირჩა ოთხი განსხვავებული პროფესიის, ასაკის და ინტერესების ქალი: მარიამ მუკბანიანი კადეტია, ლილი ჯუმალი - მოკრივე, ნათია ჩიხლაძე - პარამოფარიკავე, თამთა კაპანაძე კი- გუგლის დეველოპერთა სტუდენტური კლუბის წევრი. ბანერები, ოთხივე ქალის ფოტოთი, ქუთაისის სხვადასხვა უბანში განთავსდა.

 ქუთაისის ვიცე-მერის ნინო თვალთვაძის განცხადებით, კამპანიის მიზანი სტერეოტიპების მსხვრევა და სოციუმში იმის გააზრებაა, რომ ქალებს ყველა პროფესიაში შეუძლიათ მამაკაცის თანასწორები იყვნენ. 

„უდიდესი ბედნიერება იყო ჩემთვის იმის გაგება, რომ ლიცეუმმა გოგონებსაც მისცა შესაძლებლობა სწავლის გაგრძელების და მეც შემეძლო ვაჟების გვერდით ღირსეულად მეტარებინა საქართველოს თავდაცვის ძალების ფორმა,“- აცხადებს მარიამ მუკბანიანი.

საქართველოში, მხოლოდ ბოლო 6 წელიწადში 151 ქალი მოკლეს საკუთარი ოჯახის წევრებმა ან პარტნიორებმა, მათ შორის, ბოლო 2 თვეში - 8 ქალი.

მარტის თვეში ქალთა კვირეული აღინიშნება. ამ პერიოდში განსაკუთრებით მახვილდება ყურადღება ისეთ თემებზე, როგორიცაა გენდერული სტერეოტიპების რღვევა და ქალთა მიმართ ძალადობა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა