ქუთაისი-ვარშავის რეისზე სამართალდამცველები ბომბს ეძებენ
ქუთაისი-ვარშავის რეისზე სამართალდამცველები ბომბს ეძებენ. სპეცოპერაცია ბუქარესტის აეროპორტში მიმდინარეობს.
ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში მიფრინავდა ბუქარესტში ავარიულად დაეშვა. მიზეზი, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ქუთაისის აეროპორტში შესული შეტყობინება გახდა.
ამ წუთებში თვითმფრინავიდან 173-ვე მგზავრი ევაკუირებულია. ბუქარესტის აეროპორტში სამართალდამცველების გარდა მობილიზებული არიან მეხანძრეები და მედიკოსები.
მგზავრები უკვე ერთი საათია, აეროპორტში იმყოფებიან - მათ შორის უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ვარშავის რეისის ბუქარესტში დაშვებას ადასტურებენ, თუმცა მიზეზს არ აკონკრეტებენ.
ავტორი: ნიუპრესი


14:35
13:33
22:22
















